სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

      გიორგი გახარია არ არის იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის ის უწყება, სადაც მისი ადგილია, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

     

    ბესელიას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს, რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც მოუწევს თანამდებობის დატოვება.

    „მან მართლა ძალიან კარგად დაიწყო და ვგულშემატკივრობდი იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი და გაბედული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ჩემი გულწრფელი და პროფესიონალური აზრია, რომ გიორგი გახარია არ არის იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს. მას მაინც მოუწევს რაღაც პერიოდის შემდეგ წასვლა. ეს არ არის ის უწყება, სადაც მისი ადგილია, სადაც ის ყველაზე ეფექტიანი იქნებოდა, როგორც მენეჯერი.

     

    ეს ძალიან სპეციფიური უწყებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა ექცევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონმდებლობის ქვეშ. ძალიან ზუსტად უნდა იცოდე, შიგნიდან უნდა იცნობდე ამ ინსტიტუტს, რომ მისი მართვა, განსაკუთრებით ასეთ კრიზისულ სიტუაციებში, შესაძლებელი იყოს. შეიძლება ბევრი კარგი თვისება აქვს გახარიას, როგორც მენეჯერს და როგორც პიროვნებას, მაგრამ მას ახლა ადევს უდიდესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი, არ მიმაჩნია, რომ ეს პასუხისმგებლობიდან გაქცევაა.

     

    მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩაატარა ეს ოპერაცია, მიუხედავად იმისა, როგორი მოტივაცია ჰქონდა ამ ყველაფერს, როგორც არ უნდა ახსნას, რომ ინსტიტუტი დაიცვა, იმ 19 წლის გოგონას თვალის ჩინი ღირდა ამად? როცა ეს შედეგი დაგიდგება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხარ თუ არა ამაში ბრალეული, პასუხისმგებლობა თუ გაკისრია და მას აკისრია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვერ გაექცევა ამას", - განაცხადა ბესელიამ.

     

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ბათუმელი   (13.07.2019)
    ვაიპოლიტიკოსი ბესელიას ადგილი არ არის პარლამენტში.საბედნიეროდ 2020წელში ვერ ეღირსება პარლამენტში მოხვედრას.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×