სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.07.2019

     (რეზონანსი) საქართველოს მოქალაქეებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის შამკირის სასაზღვრო ჯგუფის წინააღმდეგ ინციდენტის პროვიცირება განახორციელეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის თანამშრომლები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

    „სახელმწიფო საზღვრის სამსახურის თანამშრომლებმა სასწრაფოდ მიიღეს შესაბამისი ზომები, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა," - განაცხადეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურში.

    აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, ინციდენტი ერთობლივად იქნა გამოძიებული და მხარეებმა განიხილეს საჭირო ზომები იმისათვის, რომ მომავალში აცილებულ იქნას ანალოგიური ინციდენტები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×