სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.07.2019

     (რეზონანსი) 20 -21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

    „საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით", - განაცხადეს პროკურატურაში.

    არსებული ინფორმაციით, პირი, რომელზეც სამართალდამცველმა იძალადა, დავით ნიორაძეა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×