სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.07.2019

     (რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში იმყოფებიან. ადა მარშანიას თქმით, ქართველმა დეპუტატებმა რუს კოლეგენს დახმარება სთხოვეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან დიალოგის დასაწყებად.

    „ჩვენ თხოვეთ ჩვენ კოლეგებს, რუს დეპუტატებს, რომ ისინი დაგვეხმარონ ამ საკითხში, რაც არის პირდაპირი დიალოგის დამყარება აფხაზებთან და ოსებთან. რუსეთის სახელმწიფო ძალიან გავლენიანია აფხაზურ და ოსურ სახოგადოებებში, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ჩვენ კოლეგეს, ისინიც დაგვთანხმდნენ", - ამბობს ადა მარშანია.

    დეპუტატის თქმით, მათ ქართველი ხალხის მიერ მიცემული მანდატი აქვთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოაგვარონ:

    „დიდ მოლოდინია იმისგან, რომ ჩვენი ვიზიტი გარკვეულწილად დაალაგებს იმას, რაც მოხდა და ცოტათი მაინც განმუხტავს სიტუაციას. მიუღებლობა არ იქნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების მანდატი და ნება, რომ აქ ჩამოვსულიყავით და მაქსიმალურად შევეცადოთ განმუხტვას და იმის ახსნას, თუ რა მოხდა."- განაცხადა მარშანიამ.

    შეხვედრის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის" წევრები რუს დეპუტატებს დაპირდნენ, რომ მოსკოვს კიდევ ესტუმრებიან, რაზეც პასუხი მიიღეს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ერთმანეთთან ხშირი კონტაქტია საჭირო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ucnobi   (16.07.2019)
    ხალხის სახელით რა უფლებით ლაპარაკობთ,მერე პუტინმა რო ფაშისტობა დაგვაბრალა და ისტორია დაამახინჯა ამაზე თუ გაქვთ რამე პრეტენზია.აბა თუ ხალხი ხართ ეგა თქვით მანდა.აფხაზეთი და ოსეთიო არასდროს ყოფილა საქართველოო,გაბუნიას გინება ალალი იყოს ამ სიტყვების მერე

    დათუნია   (15.07.2019)
    გენოციდს რომ გვაბრალებენ რუსები მაგისთვის ბოდიშის მოხდა ხომ არ დაავიწყდათ?

    Kolabrocionerebs   (15.07.2019)
    Mandati ki ara kvaxebi gaqvt tavebis nacvlad

    Patara kaxi   (15.07.2019)
    Icodet kargad auloket, gonebasusto vireshmakebo....


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×