სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.07.2019

     (რეზონანსი) გარიგებული მატჩების საქმეზე პატიმრობაში მყოფი 4 ფეხბურთელიდან ერთს - ლაშა ჩაფიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო. ლაშა ჩაფიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს.

    დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე გადისინჯა ფეხბურთელებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.

    საქმეზე სულ 11 ფეხბურთელი იყო დაკავებული. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჯაყელის, ირაკლი ხუჭუას და ნიკა დაუშვილთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დარჩა.

    რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს 10-10 ათას ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული.

    სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით" - ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

    სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×