სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.07.2019

     (რეზონანსი) "გავრილოვის ღამე - ეს არის რუსთავი 2-ის იარლიყი, იმიტომ რომ გავრილოვი საერთოდ არ ყოფილა იმ ღამეს თბილისში, ის გაფრინდა შუადღეს, 5 საათსა და 30 წუთზე", - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გამოცემა BM.GE-ს უთხრა.

    დეპუტატი ამტკიცებს, რომ იმ ღამეს "თუ ვარქმევთ ვინმეს სახელს, სულ მცირე იმ ღამეს იქ უნდა იყოს". მისივე თქმით, 20 ივნისს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ღამე იყო.

    "გავრილოვის ღამე დაარქვა ნიკა გვარამიამ [რუსთავი 2-ს გენერალური დირექტორი] და თქვენ მაგას იმეორებთ ანუ გვარამიას სტანდარტებით მელაპარაკებით. თუ ობიექტური ადამიანი ბრძანდებით, მოდით ჩემთან და დაგანახებთ, რომ ადგილი ჰქონდა პატრიოტიზმის თემით მანიპულირებას ძალაუფლების მოპოვების მცდელობით, ეს იყო და მეტი არაფერი", - უთხრა ქუცნაშვილმა BM.GE-ს ჟურნალისტს.ჟურნალისტმა ქუცნაშვილს სთხოვა, შეეფასებინა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩაჯდომა და იყო თუ არა ეს შეცდომა:

    "ნიკა გვარამიას სტანდარტებით საუბრობთ, წმინდანის სკამია პარლამენტის თავმჯდომარის სკამი? თუ რა არის ვერ გავიგე? თუ როდის გახდა წმინდანის სკამი - ნინო ბურჯანაძე რომ იჯდა მაშინ თუ კაკო ასათიანი რომ იჯდა მაშინ?... შენ გენაცვალე, რომ მოხვალ ჩემთან დაგიდებ სურათს, ვიმსჯელოთ თუ ობიექტური ადამიანი ხართ, დაგანახებთ. უბრალოდ, საზოგადოება ახლა კლიშეების ქვეშაა და ობიექტურობას მოწყვეტილია, რადგან რეალურად მანდ რაც იყო გადაცდომა, გადაცდომა იყო ის, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო სიმართლე... საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვითომ ეს გავრილოვი იყო საქართველოს დამბობმბავი, აფხაზეთში ნაომარი, ქართველების სისხლის მსმელი, აი ასე იყო გაყალბებული ფაქტები".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    777   (16.07.2019)
    ამან რა უნდა ასწავლოს თავის მომავალს!!!!

    ucnobi   (16.07.2019)
    შენ კიდე ხმას იღებ შე არაკაცო შენი ჩამოყვანილია ის გავრილოვი.ხმა აღარ ამოიღო არასდროს შე ნაძირალა,ჭახვედი ვითომ და ქვეყნის ქონება გაიყოლე,შენი დროც მოვა,დაძეხით მარტო და არაფერი გიკეთებიათ საერთოდ.

    инцитатус   (16.07.2019)
    Коцнашвили!Шен ра цоцхали хар?-аки митхрес тави моиклао? Шен рага галапаракебс да саертод хма гаквс амосагеби?-ар гаквс маграм ес ром михвде синдис-намуси унда гкондес ромлис диди дефицити гаквс. Швили ром могивидес сахлши твалдатхрили (гмертма ну кнас) вис даабралеб?- шенистана вигиндарас? Сицоцхлис дарченили дгееби вигиндарис титули унда атаро? Ис дацкевлили гаме ар ико Гавриловис .ГАхариаси ико.Ту мартали хар маг симартлит гатарос гмертма.АМИН!

    status quo   (16.07.2019)
    ეს კუტუ ზაქრო გააჩერეთ..


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×