სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.07.2019

     (რეზონანსი) "რუსული მხარის წარმომდგენლები აცხადებენ, რომ საუბარი, პირველ რიგში, ეკონომიკური სანქციების საკითხს შეეხო" - შეხვედრის მთავარ საკითხებზე ირმა ინაშვილის საუბრობს.

    "მოგეხსენებათ, დღეს დაიწყო საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები რუს კოლეგებთან. პირველი შეხვედრა რუსეთის დუმის დეპუტატებთან შედგა.

    საქართველოში გაჩნდა წარმოდგენა, რომ ეს სანქციები მოხსნილია, რაც რეალობას არ შეესაბამება. სანქციები, სამწუხაროდ, უკვე მოქმედებს და თუ ასე გაგრძელდება, საქართველო მილიარდობით ზარალს მიიღებს.

    ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, შემოდგომისთვის ზარალმა შესაძლოა 4 მილიარდს გადააჭარბოს, ამიტომ ბუნებრივია, რომ ქართველმა დეპუტატებმა რუს კოლეგებს უპირველესად სანქციების შერბილების, საბოლოო ჯამში, მოხსნის საკითხით მიმართეს. რუსმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან ამ საკითხზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრებთან ერთად იმუშაონ. მზად არიან დაიწყონ მოქმედება სანქციების შერბილების და მოხსნის მიმართულებით.

    თუმცა, ეს უკვე ურთულესი პროცესია, სანქციები ვერ მოიხსნება ერთ დღეში, ამას თვეები დასჭირდება, დასჭირდება ქართველი და რუსი დეპუტატების რამდენჯერმე შეხვედრა, ინტენსიური მუშაობა და ძალისხმევა. რუსი დეპუტატების განცხადებით, სანქციების მოხსნის საკითხზე იმოქმედებს, ასევე, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება.

    მტრული რეჟიმიდან, დაპირისპირებიდან, კონფრონტაციიდან უნდა გადავიდეთ ურთიერთობის ნორმალიზების რეჟიმში. და თუ შევთანხმებდებით, რომ გადავედით ნორმალიზების რეჟიმზე, მაშინ საუბარი შეიძლება დაიწყოს ვიზების გაუქმების საკითხზეც. რუსი დეპუტატების განცხადებით, სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი,- ეს შემდგომი ეტაპი იქნება, თუ, ცხადია, საქართველოში ანტირუსული ისტერია დასრულდება და ვიზების გაუქმებისთვის ხელსაყრელი, ადეკვატური პირობები შეიქმნება.

    საუბარი შეეხო, ასევე, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყების პერსპექტივას, რაც, ასევე, ურთიერთობის შემდგომი ეტაპია. რუსმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ამ პროცესში რუსეთის დუმა მზადაა მხარეების დაახლოვებას და პირდაპირ დიალოგს ხელი შეუწყოს." - აცხადებს ირმა ინაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×