სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

     რუსთავში მამაკაცმა გიურზა დაიჭირა და ეფერებოდა... ის კლინიკაში გადაიყვანესრუსთავში 40 წლამდე ასაკის მამაკაცს გველმა უკბინა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

    როგორც “ინტერპრესნიუსს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, ქვეწარმავალი სახლის ეზოში დაიჭირა და ეთამაშებოდა და გიურზამ ხელზე უკბინა.

    რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს გიურზამ ხელზე ორჯერ უკბინა, ის დროულად იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩაუტარდა შესაბამისი აცრა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    დავით ბეგაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევაში თავად ნუ შეეცდებიან მის დაჭერას და დარეკონ შესაბამის სამსახურში, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (16.07.2019)
    მაგარი ყლე ყოფილა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×