რეზონანსი
16.07.2019

 საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე მოულოდნელად ასპარეზზე გამოჩნდა და 20 ივნისის მოვლენებზე კომენტარი გააკეთა:

“გახარია არ არის ის ბარტყი, რომელიც “ნაციონალებს” უნდა გადაუგდო. ახლა შს მინისტრი რომ გადადგეს, მერე იცით რას იტყვიან? ცოტა ჩაიჩოჩეთ, ჩვენ უნდა დავსხდეთ მაგ სკამზეო. ესენი არიან ფაშისტები, რომლებსაც ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ. აბა, ერთი გაბედე და შეიჭერი რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტში, ნახავთ, რას იზამენ. გამოყენებულ ძალას ყოველთვის მოსდევს მსხვერპლიც და უსიამოვნებაც. 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები იყო სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირი მცდელობა.

„რუსთავი 2“-მა დაღუპა ისტორიულად საქართველო, ყველა უბედურება, რაც ჩვენს თავს ხდება, ამ ტელეარხიდან იწყება… გაბუნიას გამოსვლაც წინასწარ დადგმული პროვოკაციული გეგმის ნაწილი იყო. ვინ მისცა ამათ ამდენის უფლება?! 

ვგიჟდები, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, ნერვები აღარ მყოფნის. სააკაშვილი არის მოზვერი, ლეში, ძროხა, გათახსირებული კაცი, საქართველოს ბედისწერა. სამი 6-იანი აწერია შუბლზე, ეშმაკის მოციქულია ჩვენი ქვეყნის დასანგრევად. ამას პირველად ხომ არ ვამბობ? ასე მშვიდად როგორ იტანთ ამ გარეწრის და მისი მიმდევრების, „ნაციონალების“ გაუთავებელ ბოგინს ქვეყანაში, არ მესმის პირდაპირ!“ - განაცხადა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×