სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

    „მოგზაური მერი" - ამ წარწერით გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ქალაქის მერიასთან ვარსკვლავი გაუხსნა.

    „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მერის მოგზაურობასა და მივლინებებზე 6 თვის განმავლობაში 150 000 ლარი დაიხარჯა.

    „გზები რას გვიგავს. ქუთაისია ის ქალაქი, სადაც მტვერს მიაქვს ყველაფერი. სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობითაც ყველაზე რთული ვითარებაა ამ ქალაქში. ამ დროს, ქალაქის მერი დადიოდეს ექსკურსიებზე და ამდენ ფულს ხარჯავდეს, უტიფრობაა", - განუცხადა წულაიამ ჟურნალისტებს.

    წულაიას განმარტებით, ვარსკვლავი გიორგი ჭიღვარიას, როგორც სახელოვან მოგზაურს, გაუხსნა.

    წყარო: ალია

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×