სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

     “სუხიშვილების” ყოფილმა მოცეკვავემ, თეა დარჩიამ, საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი მოსწავლეებთან ერთად თვალზე ხელაფარებული ასრულებს ცეკვას. ეს ჟესტი სიმბოლური მას შემდეგ გახდა, რაც 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

    ქორეოგრაფის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. თეა დარჩიას ქმედება საზოგადოების ნაწილმა მწვავედ  გააკრიტიკა, მათი აზრით, მან ბავშვთა უფლებები დაარღვია და ბავშვთა უფლებების დამცველებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

    სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკას თეა დარჩიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე უპასუხა:

    “მე არც “ნაცი” ვარ და არც “ქოცი”. მე ქართველი ვარ, რომელიც ცეკვით გამოხატავს პროტესტს ნებისმიარი ძალადობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ!!!”, – წერს თეა დარჩია სოციალურ ქსელში.

    თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა სოსო მანჯავიძემ კი “ფეისბუქის” მეშვეობით თეა დარჩიას მიმართა:

    “თეა დარჩიას პერფორმანსი ვიხილე და ჩემი ცეკვით ძლადობას ვაპროტესტებო. იქვე მხარდამჭერთა კომენტარებია,”ღმერთო რამდენი საიძულვილიაო. რაც გინდა ის გააპროტესტე, მაგრამ ბავშვებს ნუ რევ ამ პოლიტიკურ პროსტიტუციაში” –  გაიგე? თუ ძალიან გიძნელდება ასეთი ელემენტარული რამეების გაგება? სულ გაგიჟდა ეს ხალხი, დასაბმელები გახდნენ”, – წერს მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ეკა   (17.07.2019)
    თეა დარჩია შენ ხარ საზიზღარი ქალი.იქნებ ძველ ამბებსაც მოუნახო რამე ნომრები და ბავშვები გამოიყენო

    ლინდა   (16.07.2019)
    რამდენად უსინდისო ყოფილხარ. შე უზნეო კაცუნავ, ასე რამ გამოგაშტერა, გამოგატვინა, რომ ყველგან ნაცები გელანდება. სამარცხვინო პინგვინო, შენთვის პოლიტიკური პროსტიტუციაა ხომ ასობით დაშავებული ადამაიანები, მათ შორის ის ახალგაზრდები, რომლებსაც თვალი ამოთხარეს, როგორ იღებთ ხმას, უზნეო, გამოკვეთილო უცხო ქვეყნის აგენტებო, ყველაფრის მკადრებელო მოღალატე ვირთხებო, თქვენი სინსილა უნდა გაწყდეს სულიერად გარყვნილო ჩმორებო!!!

    777   (16.07.2019)
    მანჯავიძე შენ რუსული ანდაზები კარგათ გეცოდინება აბა თუ გაიხსენებ რომელი არის შენზე გამოწერილი?!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×