სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

     (რეზონანსი) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს, რომელსაც არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

    სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

    „ადგილობრივმა იპოვა ბაღის შენობაში წაქცეული, როგორც ამბობენ, თავი ჰქონდა შესიებული და ყურებიდან სისხლი სდიოდა, მოტეხილობაც აქვს. დეტალები არ ვიცი. ის ახლა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული", - განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ცოტნე დადიანმა.

    ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

    სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყებაში განაცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×