სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

     (რეზონანსი) "მე სახლები მარტო მაიამიში, მონაკოში და იტალიაში კი არ მაქვს, არამედ მეკუთვნის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 49%,"- მიხეილ სააკაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

    "მე სახლები მარტო მაიამიში, მონაკოში და იტალიაში კი არ მაქვს, არამედ მეკუთვნის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 49% და ახლა პირველი ადამიანი ვარ, ვინც ბაითს იშენებს მარსზე. ივანიშვილის მონებო თქვენ ნამდვილად არსებულ სახლებში უკვე ბოლომდე ჩაგისხეს წყალი თუ როგორაა თქვენი საქმე. ბინძური მოშეს მადლი შეგეწიოთ და ვაი თქვენს პატრონს!"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

    შეგახენებთ, „იმედის" კვირის ჟურნალისტებმა მაიამის სამხრეთ სანაპიროზე, რომელიც ქალაქის ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული ნაწილია, მსოფლიო რანგის ბიზნესმენებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლებს შორის სააკაშვილის აპარტამენტსაც მიაგნეს, რომლის შესახებაც თემურ და ქეთევან ალასანიების ცნობილ სატელეფონო ჩანაწერში იყო საუბარი.

    ჟურნალისტების მიერ აღმოჩენილი ბინა თავისი მახასიათებლებით ემთხვევა კიდევ ერთ გასაჯაროებულ ჩანაწერში არსებულ აღწერილობას, სადაც თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა, თემურ ალასანია საუბრობენ.

    საცხოვრებლის დაცვის თანამშრომელი ადასტურებს, რომ ამ მისამართზე ნამდვილად ცხოვრობენ ქეთევან და თემურ ალასანიები. დოკუმენტებში კიდევ ერთი მფლობელი ფიქსირდება, თუმცა, მისი სახელი გასაიდუმლოებულია.

    ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ბინა 2017 წლის 29 ივნისს 550 ათას დოლარად არის შეძენილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    😕   (17.07.2019)
    Iqneb tarigebsac da wlebsac daakvirdet rodis aqvs shedzenili da tanac arc ise did tanxad sheudzenia gansxvavebit sxvebisa vinc exla wurbelebivit azis xalxs kiserze da am xalxis pulebit rom gaxdnen milionrebi da vis sad aqvs bina da biznesi rom agar ician.

    ???   (16.07.2019)
    ამ უბედურმა თუ იცის რო დედამიწას ამდიმებს . მარა იდახიან ღმერთსაც იქ კარგები უნდაო.

    ვანო   (16.07.2019)
    ვინმეს უკვირს?:

    ra???   (16.07.2019)
    Imas iqit aishene!!!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×