სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

     (რეზონანსი) დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვება სურს, არ უნდა იდარდოს, გადადგება თუ არა გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, რადგან ის "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ახდენს და ოპოზიციას გამარჯვებისთვის ზუსტად ასეთი უხერხემლო "ქართული ოცნება" სჭირდება.

    დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიაზე დიდი წარმოდგენის არც მაშინ იყო, შს მინისტრი ბიზნესომბუდსმენის პოზიციას იკავებდა.

    "იყო ბიზნესომბუდსმენი, 4 წელი ისმენდა ამ ქვეყანაში ბიზნესმენების ტკივილს და ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ერთი ინიციატივით არ შემოსულა პარლამენტში. მისი პოტენციალი, როგორც ეკონომისტის, დავინახე როგორი იყო და აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი შეხედულებისა არც მის იურიდიულ პოტენციალზე ვყოფილვარ. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც პოლიციელი არ ხარ, არ გაქვს პოლიციასთან შეხება არ გაქვს, ძალიან ძნელია იყო ღირსეული ხელმძღვანელი. არც მოადგილეები არ ჰყავს პოლიციელები. აქედან გამომდინარე, რომ ვინმეს მასზე მეტი არ სცოდნოდა, ამ ადამიანზე მეტყველებს. თან არის ძალიან უიღბლო ადამიანი, რასაც ხელი მოკიდა, ყველაფერი დაეფშვნა და დაეფშვნა "ქართული ოცნება".

    ვფიქრობ, ეს ივანიშვილის პრობლემაა და ეს ისეთი ხერხემალია, აი, გამხმარი ხერხემლები რომ გვინახავს ბიოლოგიის კაბინეტებში. მოხარული ვარ, რომ უფრთხილდებიან, რადგან "ქართული ოცნების" საბოლოო დისკრიმინაციას ახდენს და ოპოზიციამ არ უნდა იდარდოს, თუ არჩევნებში გამარჯვება გვინდა, ზუსტად ასეთი უხერხემლო "ქართული ოცნება" გვჭირდება", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    sos   (17.07.2019)
    sircxvili shen kaci megone turme qalbatonebs ujokrav shoriknobashi,shen unda gendos xalxi?fericvaleba deputato,afsus rom tqven xalxis bedi gabariat!!!!

    eliso   (16.07.2019)
    shenairebi rogor xvdebian parlamentshi rogor ar grcxveniat ganatleba gickobt xels tu choriknobaaa tkveni saqme ramden muqtagoras archens es ubralo da tkveni termini rom gamovikenot gaunatlebeli glexoba sircxviliiiiiiii


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×