რეზონანსი
16.07.2019

 (რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გრიგოლ ვაშაძე, სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რაზეც მან უარი განაცხადა.

ვაშაძის გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისს მოვლენებზე ინფორმაციას გამომძიებლებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიაწვდის. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისათვის აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა", - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×