სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

     (რეზონანსი) სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა.

    15 წლის სალომე (სახელი შეცვლილია) სკოლაში აღარ დადის. სწავლა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 17 წლის გიორგის (სახელი შეცვლილია) ცოლად გაჰყვა. არასრულწლოვან წყვილს უკვე ორი თვის შვილი ჰყავს. სალომე ამბობს, რომ სწავლას ვეღარ გააგრძელებს.

    „გათხოვებაზე რამდენიმე თვე ვფიქრობდი. ოჯახი სიყვარულის გამო შევქმენი. მეც ჩემს შვილთან ერთად გავიზრდები", - ამბობს არასრულწლოვანი დედა.

    მშობლის სტატუსი აქვს, თუმცა თავადაც მოზარდია. ამაში პრობლემას ვერც სალომე და ვერც ოჯახი ხედავს. ყოველ დღე უვლის შვილს, ასეირნებს, თუმცა ბავშვზე ძირითადად, ოჯახის წევრები ზრუნავენ.

    „მეც პატარა ასაკში გავთხოვდი. ახლა ბავშვებს ყველანაირად დავეხმარები, რომ არაფერი გაუჭირდეთ და ცოლ-ქმარს უთანხმოება არ მოუვიდეთ", - გვიყვება სალომეს დედამთილი.

    ფსიქოლოგის განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, როცა მოზარდი სკოლის მერხიდან თხოვდება, ოჯახში ძალადობა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

    სამოქალაქო სექტორი ამბობს, რომ არასრულწლოვანთა ქორწინების სტატისტიკა გაცილებით მაღალია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მაგალითად, 1 000 მშობიარე ქართველი ქალიდან, 30 არასრულწლოვანია, ეთნიკურად სომეხი 1 000 ქალიდან 18 წელს მიუღწეველი 46 მათგანია, ამდენივე მშობიარე აზერბაიჯანელიდან კი 143 არასრულწლოვანია.

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 23 202 ქორწინება დარეგისტრირდა, აქედან 2 380 19 წლამდე ასაკის იყო.

    საყურადღებოა, რომ 16-19 წლის დაქორწინებულებს შორის, 2 054 ქალია, მამაკაცი კი მხოლოდ 326. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ არასრულწლოვნების ქორწინებას ოჯახი ძირითადად, მალავს. პოზიტიურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს ის მონაცემი, რომლის მიხედვითაც ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა. თუ 1994 წელს ქალის ქორწინების საშუალო ასაკი 23 წელი იყო, 2018 წელს 29 წლამდე გაიზარდა.

    წყარო: Tv9

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×