რეზონანსი
16.07.2019

 (რეზონანსი) ტრაგედია კასპის რაიონში დღეს მოხდა რკონი-ერთაწმინდის გზაზე ქვით დატვირთული მანქანა გზიდან გადავარდა, რასაც 45 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ავტომანქანაში ორი ადამიანი იჯდა.

შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×