სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.07.2019

     (რეზონანსი) ტაილანდის პროვინცია ჩონბურიში 21 წლის ბიჭს ძილის დროს დენმა დაარტყა და დაიღუპა. ამის მიზეზი დასამუხტად შეერთებული ტელეფონი გახდა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

    არონ იოტიოიას ცხედარი მისმა უფროსმა ძმამ ვირაიოტ დუანგლიტანმა 14 ივლისს აღმოაჩინა. გარდაცვლილს ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და ხელში ეჭირა ტელეფონი, რომელიც ჯერ კიდევ შეერთებული იყო დასატენად. მას სახეზე და ხელებზე დამწვრობის კვალი ჰქონდა.

    როგორც გარდაცვლილის ძმა აცხადებს, ის არონთან იმის გამო მოვიდა, რომ საოჯახო ვახშამი გამოტოვა. კარი არავინ გაუღო დას მეზობლის ფანჯრიდან მოუხდა გადაძრომა.

    ცხედრის პირველადი დათვალიერებით დაასკვნეს, რომ ბიჭი 6 საათის გარდაცვლილი იყო, როცა ის აღმოაჩინეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×