სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2019

      საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო", „სარფი", „წითელი ხიდი" და „ნინოწმინდა" 9-17 ივლისს არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

    მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 20,640 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×