რეზონანსი
17.07.2019

 

ლგბტ თემის მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის" დააარსა.

"ამ ბინძური პრაიდის ჩატარების შემდეგ გადაწყდა, რომ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება რათა აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და აგრეთვე ამოიღონ კანონიდან ტერმინი - "გენდერული იდენტობა", - ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფალავანდიშვილის თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან მათი მოთხოვნა შესრულებული არ იქნება, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყება აქციები არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვადასხვა ქალაქებში.

გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა პრესკონფერენციაზე წარადგინა მოთხოვნები. კერძოდ, 1. საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად, მათ შორის ე.წ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ამოღებულ იქნას სოდომური ცოდვის დამაკანონებელი ტერმინები: "გენდერული იდენტობა" და „გამოხატვა და სექსუალური ორიენტაცია" 2. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ სოდომია ე.წ. LGBTQ - არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროვება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება, მათ შორის აღლუმებით, მედიით, სიმბოლიკის გამოყენებით, განათლებით და სხვა."

საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ხელმოწერები მეტროებთან და ცენტრალურ ქუჩებში შეგგროვდება.

„ჩვენს მოძრაობაში შეგნებულად არ არიან პოლიტიკოსები, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ღია ვართ ყველა პოლიტიკური ძალისთვის", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×