სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2019

      გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა პროტოკოლური შეცდომა იყო, კობახიძე კი გუნდს გადაეფარა - ასეთია და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე არ იომებს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ, მან შეხედა სიტუაციას და დატოვა მანდატი, ხოლო შს მინისტრის გადადგომა „ნაციონალურ მოძრაობას" სურს.

    „კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა ამ სიტუაციის აჟიტირება. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, რომ გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა. კობახიძის შეცდომა არ ყოფილა. ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების, კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, გადაეფარა გუნდს, სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა, რაც დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას" , ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდეს, მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში" - განაცხადა ივანიშვილმა.

    წყარო:ინტერპრესნიუსი

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    wiwaka   (17.07.2019)
    Simartle rom gqvia da tyuilebs abrexveb sircxvilia

    სიმართლე   (17.07.2019)
    გახარია გმირიაო დააბრეგვა არქიფო სეთურმა!!!პარლამენტის შენობა დაიცვაო!!!აბა მერაბიშვილმაც დამოუკიდებლობის დღე დაიცვა და ის უფრო დიდი გმირი არ არის??თურმე ნციონალების ბრალი ყოფილა იმიტომ რომ პროვოკაციაზე წამოაგეს მთავრობა,ამ შემთხვევაში დავუშვათ წამომგებლებია დამნაშავე!მაგრამ როცა პუტინმა წამოაგო ომის დროს სააკაშვილი,აი იქ კი წამოგებულია დამნაშავე!!გენაცვალეთ ქოცურ ლოგიკაში!!!

    მგელი   (17.07.2019)
    დიდება უფალს და ბიძინა მაგარი კაცია


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×