სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2019

      პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველის, ლევან იმერლიშვილის საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა მინისტრი საქმეზე გამოკითხული არ არის. ყველა შემხვედრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვა.

    როგორც ის განმარტავს, სხვა დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

    "გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 200 პირი, როგორც დაშავებული პირები, ასევე სამართალდამცავი ორგანოს, ასევე მასმედიის წარმომადგენლები. გამოთხოვილია ტელეკომპანიებიდან დამუშავებული და დაუმუშავებელი კადრები, ასევე 15 საავადმყოფოდან და სასწრაფო სამედიცინო სამსახურიდან ამოღებულია სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელზეც სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს. ასევე საქმის ფარგლებში ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი პირების მხილებისთვის. გამოძიების საგანი გახლავთ, როოგრც ცალკეულ შემთხვევებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თანაზომიერების პრინციპის დაცვის საკითხი, რაშიც ვგულისხმობ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიება იყო თუ არა აუცილებელი და პროპორციული", - განაცხადა მუჯირმა.

     წყარო:ალია

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×