სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.07.2019

     (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის მუხლით ერთ-ერთმა დაკავებულმა კახა ღავთაძემ პარლამენტთან მომხდარი ფაქტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აქციაზე მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მომხდარს ნანობს.

    „20-ში მთელი დღე ვმუშაობდი ტაძარში, ფრესკას ვხატავდი. არ მქონდა არანაირი ინფორმაცია, რა ხდებოდა პარლამენტში და ინტერესის გამო გავიარე პარლამენტთან. იქ მითხრეს არასწორი ინფორმაცია, რომ რუსები არიან ჩვენს პარლამენტშიო. არც ფარი გამომირთმევია ვინმესთვის, არც ხელი და ფეხი დამიმტვრევია. მხოლოდ მიწოლაში ვმონაწილეობდი და ამ ყველაფერს ვაცნობიერებ და ვნანობ", - განაცხადა ბრალდებულმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×