სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.07.2019

     (რეზონანსი) რუსთავი2-ის შენობის ეზოში დილიდან იკრიბებიან მხარდამჭერები, მესამე სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

    ადგილზე მისული ზვიად ქორიძე, რომელიც აცხადებდა, რომ მთავრობამ უნდა გაიაზროს გადაწყვეტილება.

    „მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ცალსახა, ისეთი, როგორიც მოეწონება მთავრობას. ჩვენი საზოგადოების და ჩვენი მთავრობის გამარჯვება იქნება ამ გადაწყვეტილებით ის, რომ ქვეყანაში არ დაირღვევა მედია პლურალისტული გარემო. ეს, ჩემი აზრით, იქნება ის ფუნდამენტი, რაზეც ევროპის სასამართლო იმსჯელებს. ეს არის ადამიანის უფლებათა სასამართლო და, ბუნებრივია, ის ამოვა პრინციპებიდან, რომ რაიმე უფლება ადამიანის არ შეილახოს და, გარდა ამისა, არ შეილახოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და არ შეილახოს გამოხატვის თავისუფლების სივრცე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ მედია პლურალისტული გარემო დაირღვა ქვეყანაში, განსაკუთრებით ახლა, ამ მდგომარეობაში საქართველოში, ეს იქნება კატარსტროფა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×