სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.07.2019

     (რეზონანსი) ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, ბიზნესმენი რეგისტრაციას დღესვე მოითხოვს. ადვოკატმა პიტერ ლაუმმა ამის შესახებ „ქრონიკას" განუცხადა.

    მისი განმარტებით, დღესვე მოხდება მოთხოვა რეგისტრაციის შესახებ.

    „მე უკვე ვესაუბრე ქიბარ ხალვაშს ვერდიქტის თაობაზე და ის ძალიან ბედნიერია. მოხარულები ვართ სტრასბურგის გადაწყვეტილების და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქიბარ ხალვაშს დავუბრუნოთ ის უფლება, რაც მას 2017 წლის მარტში მიენიჭა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

    ჩვენი შემდეგი ნაბიჯია გავაკეთოთ ყველაფერი იმის შესაბამისად, რაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. ბედნიერი ვარ როგორც ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი. ძალიან კარგი დღეა მისთვის, ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის, ვინაიდან დაამტკიცა ევროპულმა სასამართლომ, რომ ქართული სასამართლო თავისუფალია და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა", - განუცხადა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პიტერ ლაუმ „ქრონიკას".

    რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოცხადა.

    ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

    სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ცვლილება მხოლოდ ერთ პიროვნებას შეეხება.

    ხალვაშის გადაწყვეტილებით, გვარამიას პაატა სალია შეცვლის.

    მისივე თქმით, მზადაა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ინტერესები გაითვალისწინოს.

    ამასთან, ხალვაში განმარტავს, რომ არ აპირებს არხის პოლიტიკას შეეხოს.

    სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

    ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

    სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ნიკა გვარამია.

    უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქართულმა სასამართლომ საერთაშორისო კრიტიკული ტესტი ჩააბარა.

    ექსპერტების შეფასებით, მოსწონთ არა ვინმეს, ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მისი ეჭვქვეშ დაყენება „პრო" კი არა, ანტიდასავლური განწყობებს შექმნის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    samartali   (18.07.2019)
    warmatebebs gisurvebt,gilocavt gamarjvebas,batono QIBAR!samartalma gaimarjva,BRAVO!!!!!!!!!

    tatoo   (18.07.2019)
    ნუ ამ ბურატინოს ხელში ხომ აყვავდება ეს ტელევიზია...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×