სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.07.2019

     (რეზონანასი) „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არ დაარეგისტრიროს იქამდე, ვიდრე გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება.

    „ჩვენ მოვითხოვთ, არ იქნას ჩადენილი დანაშაული, არ იქნას გადაფორმებული ქიბარ ხალვაშზე „რუსთავი 2" კანონის დარღვევებით. ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და „რუსთავი 2"-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს გასაჩივრების უფლება. ამ უფლების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დაშლას. ამ უფლების გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ არის კანონდარღვევა და თანამდებობრივ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

    რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

    ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

    სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ცვლილება მხოლოდ ერთ პიროვნებას შეეხება

    ხალვაშის გადაწყვეტილებით, გვარამიას პაატა სალია შეცვლის.

    მისივე თქმით, მზადაა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ინტერესები გაითვალისწინოს.

    ამასთან, ხალვაში განმარტავს, რომ არ აპირებს არხის პოლიტიკას შეეხოს.

    სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

    ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

    სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ნიკა გვარამია.

    უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქართულმა სასამართლომ საერთაშორისო კრიტიკული ტესტი ჩააბარა.

    ექსპერტების შეფასებით, მოსწონთ არა ვინმეს, ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მისი ეჭვქვეშ დაყენება „პრო" კი არა, ანტიდასავლური განწყობებს შექმნის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×