სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.07.2019

     (რეზონანსი) მე არ ვაპირებ ამის დათმობას, ეს ჩემთვის არის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე - ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განაცხადა.

    მისი თქმით, ის თავისი ნებით მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ეს ჟურანლსიტების პოზიცია იქნება.

    „კონტრაქტი არის ლეგიტიმური და ამ კონტრაქტის ბათილობა კითხვის ნიშნის ქვეშ მესაკუთრის შეცვლის გამო, ვერ დადგება. ერთადერთი შემთხვევა, როცა მე უარს ვიტყვი ჩემი ნებით და არა ქიბარ ხალვაშის ზეწოლით, ეს არის ჩემი ჟურნალისტების პოზიცია. თუ ჟურნალისტების დამოკიდებულება იქნება, რომ მე უნდა წავიდე ამ საკითხის განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ აქედან ნიკა გვარამიას ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს. ეს არის ამ მედიის დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი. მე არ ვაპირებ ამის დათმობას, ეს ჩემთვის არის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე, - განაცხადა გვარამიამ

    შეგახსენებთ, რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

    ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

    ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, ისინი რეგისტრაციას დღესვე მოითხოვენ.

    სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ცვლილება მხოლოდ ერთ პიროვნებას შეეხება.

    ხალვაშის გადაწყვეტილებით, გვარამიას პაატა სალია შეცვლის.

    მისივე თქმით, მზადაა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ინტერესები გაითვალისწინოს.

    ამასთან, ხალვაში განმარტავს, რომ არ აპირებს არხის პოლიტიკას შეეხოს.

    სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

    ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

    სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ნიკა გვარამია.

    უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქართულმა სასამართლომ საერთაშორისო კრიტიკული ტესტი ჩააბარა.

    ექსპერტების შეფასებით, მოსწონთ არა ვინმეს, ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მისი ეჭვქვეშ დაყენება „პრო" კი არა, ანტიდასავლური განწყობებს შექმნის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    nnnnn   (20.07.2019)
    გვარამია იმ საცოდავ გაბუნიას აგინებიე პუტინზე მაგრამ ვინ ვისი დედა მოტყნა ხოხედავ, იმპუტინის დედაც მაგრამ შენისტანა სირები პუტინს შნირებად ყავს და შენ რაფეხები უნდა მოჭამო მართლა რო მოატყნევიე დედის პროჭი!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×