სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.07.2019

     (რეზონანსი) „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება:

    „თავიდანვე აღვნიშნავ, რომ „რუსთავი-2" კი არა სი-ენ- ენ-ი და ბი-ბის-იც რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა ფაქტობრივად ფულის ჩამომტარებლად. ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა, მარტო როგორც სჩანს ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ ასევე ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან წარდგენილი მოსამართლეებიც." - წერს შალვა ნათელაშვილი.

    ცნობისთვის, რუსთავი2-ის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა და შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე, ვინაიდან სტრასბურგის გადაწყვეტილებით უქმდება დროებითი აღსრულების მექანიზმი.

    რუსთავი2 სტრასბურგში ევრკონვენციის ოთხი მუხლის დარღვევის დადგენას ითხოვდა, კერძოდ: სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება (მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10), უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მუხლი 18), საკუთრების დაცვა (პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი).

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    7777   (26.07.2019)
    ვაი ქოცების მონებო თქვენ . გრცხვენოდეთ ასე რამ დაგაბრმავათ იუდას მომხრეები!

    ???   (18.07.2019)
    SAZIZGARO!SAZIZGARO!sarkeshi kargad chaixede daakvirdi shens saxesz rogori boroti da arasasiamovno saxis patroni xar!enawatlekilo aferisto,fulis mona gamkidvelo!

    სახელი   (18.07.2019)
    ლპობა აი ამას ქვია აი. ყარხარ შალვა. დუბრუნე ხალხს მოპარული მილიონები!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×