სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.07.2019

     (რეზონანსი) გარეთ 2019 წელია და ამ გადაწყვეტილებაზე ისეთი ამბავია, თითქოს სატრიალო ანტენით, შეზღუდულ სივრცეში, ხელით გადასართავ ტელევიზორებზე ორი არხის მიღების შანსი გვქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

    „რუსთავი 2" ისეთი, როგორიც არის, დიახ, იმ ხალხისაა, ვისაც ეს გულსაბნევები უკეთიათ. მათი გაკეთებულია, მათი შრომის და ნიჭის შედეგია. ხოდა, ერთი გუნდი თუ არის და თუ სჯერათ იმ საქმის, რომელსაც ემსახურებიან საერთოდ არაფერი იცვლება მათთვის ამ გადაწყვეტილებით.

    - სპონსორებსაც გაიყოლებენ

    - ხარისხსაც გაიყოლებენ

    - რეკლამასაც

    მგონი ლოგოსაც კი წაიღებენ. ქიბარის დროს ხომ სხვა ლოგო იყო. გააჩნია, სამართლებრივად როგორ აქვთ მოგვარებული ახალი ლოგოს, ქონების და სხვა საკითხები. გამოჩნდება ხალვაშისთვის დაბრუნების მოლოდინში რამდენად გონივრულად იქცეოდნენ.

    მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, „რუსთავი 2" ის ხალხია, ვინც იქ მუშაობს და პულტი კი ყველას აქვს დღეს ქვეყანაში. ხოდა რა აბჯარი აისხით და ისტერიები. დაუტოვეთ ქიბარს ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია. და მორჩით ამ ბიძინამ სტრასბურგი იყიდა მარაზმს. წააგეთ საქმე. გადაშალეთ ახალი ფურცელი!", - წერს თინა ხიდაშელი „ფეისბუქში".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    ანა   (20.07.2019)
    თუ სწორად წაიკითხავთ თინიკო სულაც არ ამბობს ბიძინამ იყიდა სტრასბურგიო. პირიქით მორჩით მარაზმსო. კითხვაც აღარ შეგიძლიათ ?

    Sofo   (20.07.2019)
    ბიძინა მაშინ იქნება მაგარი რო საერთოდ გაგაქროთ საქართველოდან. ნეტა რა ხარისხი გქონდათ გარყვნილიბა მარტო.

    ????   (19.07.2019)
    რა შესაძლებლობები ჰქონია ამ ბიძინას, სტასბურგიც დაუპყრია. თინიკოს რუსეთის ხსენება დაავიწყდა

    ნათია   (18.07.2019)
    რაო თინიკო ვერ მოინელე მინისტრობიდან გადაყენება და ახლა გახდი სიმართლის დამცველი? ძალიან ხომ არ ემსგავსები გუბაზ სანიკიძეს,კარგად დაფიქრდი, შვილებზე იფიქრე ნუ შეარცხვენ შენი ორპირობით. თანამდებობა კი არა ღირსება დგას პირველ ადგილზე.

    mzirali   (18.07.2019)
    ევრიპამ გააუგორა კოჭი რუსეთს და ამის კატალიზატორი იყო გაბუნიას გამოხტომაა...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×