სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     (რეზონანსი) ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მიერ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას.

    როგორც საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ყოფილი დამფუძნებლები მიიღებენ.

    "მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გუშინ შესაშური სისწრაფით დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის მიერ წილებზე საკუთრების უფლება და პლუს შეიცვალა გენერალური დირექტორი, ამან ფაქტობრივად, აზრი გამოაცალა დიდ პალატაში გასაჩივრებას და მომავალში ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება არ უნდა გასაჩივრდეს. ეს არის ყოფილი დამფუძნებლების გადაწყვეტილება და ალბათ, გაასაჩივრებენ ამას დიდ პალატაში.

    რაც შეეხება შედეგის თვალსაზრისით, ვინაიდან ეს გარკვეულ დროს საჭიროებს, დიდ პალატის გადაწყვეტიელბის დროს რა მდგომარეობა იქნება "რუსთავი 2"-ში და საერთოდ იარსებებს თუ არა ეს კომპანია, ჩემთვის ამ მომენტში გაურკვეველია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მომავალში მისაღებ გადაწყვეტიელბას", - განცხადა საძაგლიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×