სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის საქმის არც ერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ ხარვეზი არ დაადგინა. გუშინდელი დღე იყო გამოხატულება იმისა, რომ საქმე გვაქვს ფსევდოდემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი არის საქართველოს ევროპული გზა და აღმოჩნდა, რომ ეს არის ფარსი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

    პრემიერის თქმით, გუშინდელი დღე და სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის რეჟიმის დროს არ იყო სამართლებრივი სახელმწიფო.

    „ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა ადამინების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, ადამიანების წამებას, საკუთრების ხელყოფას, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება „რუსთავი 2"-ის საქმეს, მის არც ერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ ხარვეზი არ დაადგინა. ამასთანავე, გუშინდელი დღე იყო გამოხატულება იმისა, რომ საქმე გვაქვს ფსევდოდემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი არის საქართველოს ევროპული გზა და აღმოჩნდა, რომ ეს არის ფარსი. ჩვენ ვიხილეთ როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია.

    ყველა ძალას, ვისთვისაც ჩვენი ევროპული არჩევანი, რომ საქართველოში იყოს მყარი ევროპული სამართლებრივი სისტემა, ვისთვისაც ეს არჩევანი მნიშვნელოვანია დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხზე, ვინაიდან, ეს ითაგმნება მარტივად, რომ აქვს ადგილი შეტევას ჩვენს ევროპულ მისრწაფებაზე და იმ პრინციპების დაზიანებაზე, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია და ის ფასეულობები, რომლითაც უნდა ავაშენოთ სამშობლო. ეს გადაწყვეტილება არის უზენაესი და ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დავემორჩილოთ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×