სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     (რეზონანსი) „ეს ადამიანები აუცილებლად აგებენ პასუხს, მე ამის გარანტიას ვიძლევი,"- ეს განცხადება ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა იულია სუსლიაკმა, პენიტეცნიური დაწესებულების დატოვებისას განუცხადა.

    სუსლიაკი მოგვიანებით ოფიციალური ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

    „ახლა ძალიან უარყოფით ემოციებში ვარ. ოდნავ მოგვიანებით აუცილებლად გავაკეთებ ოფიციალურ, ვრცელ კომენტარს. ეს არის ფაბრიკაციული საქმე. ამ საქმის ფაბრიკაცია მოხდა იმისთვის, რომ მაღალჩინოსნებმა სამხრეებზე ვარსკვლავები მოიმატონ. ეს ადამიანები აუცილებლად აგებენ პასუხს, მე ამის გარანტიას გაძლევთ," - განაცხადა იულია სუსლიაკმა.

    კითხვაზე: ელოდება თუ არა მორიგ დაკავებას, მან ეს მოცემულობა არ გამორიცხა.

    „რა თქმა უნდა, მე ველოდები, რომ ყველა შესაძლო, მორიგი მცდელობა იქნება გამოყენებული. გაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ მე მაქვს ერთი ნაკლი: ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ და არა იმას, რაც მათ სურთ, რომ ვილაპარაკო"- დასძინა იულია სუსლიაკმა.

    ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი დღეს გაათავისუფლეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (19.07.2019)
    აი შედეგი განათლების დონის დეგრადირებისა,პროკურატურასა და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებში ნუცას სკოლაა, კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი დასულია ნულზე.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×