სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის ახლად დანიშნული გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

    პირველი შეხვედრა მას ფინანსურ დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან ჰქონდა.

    „ჯერჯერობით ეს იყო უბრალოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჩვენ არაფერ კონკრეტულზე არ გვისაუბრია. მე მას უბრალოდ ვუთხარი, იმ კორპორატიული კულტურის შესახებ, რომელიც ამ კომპანიაშია და თითოეული თანამშრომელი გრძნობს. მას აინტერესებს არხის ფინანსური მდგომარეობა და დროთა განმავლობაში გაეცნობა. ეს ინფორმაცია მისთვის იქნება ხელმისაწვდომი," - განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ნიჟარაძემ.

    პაატა სალიას თქით, ის გეგმავს დღეს ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდეს და მათთან გაცნობითი ხასიათის კომუნიკაცია ჰქონდეს.

    „შევხვდი კომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსს და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელს. პირველი რიგის ამოცანაა ჩემთვის, გავეცნო სიტუაციას, დავიწყო იმ ადამიანების გაცნობით, ვინც ძირითად პოზიციებზე იმყოფებიან. შემდგომ ის ადამიანები გამაცნობენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს. ასევე პარალელურად განვახორციელოთ ის საჭირო აუცილებელი მოქმედება, რაც კომპანიას სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ბანკებთან ურთიერთობა იქნება, კრედიტორებთან თუ ასე შემდეგ," - აღნიშნა პაატა სალიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×