სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     (რეზონანსი) არაფერ კარგს არ ველოდებით, რადგან სასამართლო ბიძინას ჯიბეში უდევს, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გუბაზ სანიკიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომლის დაკავების თაობაზე განაცხადა.

    ამასთან, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომელს, კობა კოშაძეს იარაღი ჩაუდეს და შედეგად დააკავეს. აღნიშნულს გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ დევნას უწოდებს და „რუსთავი 2"-ის საქმესთან აკავშირებს.

    „ჩვენ პირდაპირ ვუკავშირებთ ამას პოლიტიკურ დევნას და გარდა ამისა, „რუსთავი 2"-ის საკითხს. იმიტომ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს აქვს ძალიან სერიოზული საბუთები იმისა, რომ მას ეკუთვნის „რუსთავი 2" და არა ქიბარ ხალვაშს.

    თვითონ ბიძინა ივანიშვილი გადასულია ჩვეულებრივ ტერორზე. ბიძინას ტერორის არავის ეშინია, მითუმეტეს ჩვენ. არაფერ კარგს არ ველოდებით, იმიტომ, რომ სასამართლო ბიძინას ჯიბეში უდევს," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ადვოკარტი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კობა კოშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოსა და სხვა ნებისმიერი შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
    ჩაწერა სახელი
    geo   (19.07.2019)
    SAQONELI,ara batono saqonels sargebeli moaqvs,MOGALATE,MOGALATE,xo es shena xar!

    გუბაზ გეტსბი   (19.07.2019)
    ხელიდან შაურმას ვერ გააგდებინებ ისეთი დაუნდობელია მტერთან გუბაზე.

    არამდგრადი მილიონერი   (19.07.2019)
    იბრძოლე გუბაზე, იბრძოლე, იქნება წონაში მაინც დაიკლო!

    status quo   (19.07.2019)
    არშემდგარი მილიონერი გუბოზი.

    ოთო   (19.07.2019)
    გუბაზ წადი შენი დრო წასულია , ხომ ხედავ ყბედობ არაფერში არავის უნდიხარ.

    Amg   (19.07.2019)
    Guboz bolomde gabozdi!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×