სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     (რეზონანსი) პარტია „კანონი და სამართალის" დამფუძნებელის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მესიჯი იყო, რომ „რუსთავი 2" დახურულიყო და საქართველო რუსეთის გუბერნიად ქცეულიყო.

    „გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ ივანიშვილმა თქვა, გამორთეთ „რუსთავი 2" და ყველაფერი კაგრად იქნებაო, ამით თქვა, გამორთეთ „რუსთავი 2" და თქვენს მაცივრებში გაჩნდება საკვები, გამორთეთ „რუსთავი 2", თქვენ აღარ გექნებათ ინფორმაცია და რუსეთის გუბერნიად ისე იქცევით, რომ ვერც გაიგებთო. მან ეს განახორციელა, მაგრამ მას დაავიწყდა, ვინაიდან არც გამოუვლია არასოდეს, მე მაშინ ბავშვი ვიყავი შედარებით, მაგრამ მოვესწარი და მახსოვს, რომ საერთოდ არ იყო „რუსთავი 2", იყო ერთადერთი ტელევიზია, რომელიც იმ ტროლების და იმ ადამიანების ინფორმაციას ავრცელებდა, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააღვიძა. იმ ერთი ტელევიზიის პირობებში და იატაკქვეშა ჟურნალების პირობებში გრგვინავდა ეროვნული მოძრაობა და საქართველომ იმხელა მონსტრის წინააღმდეგ გაილაშქრა და მოიპოვა დამოუკიდებლობა", - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

    თაკო ჩარკვიანის შეფასებით, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნა.

    „რუსთავი 2" სიტყვის თავისუფლების ფლაგმანი იყო და ამიტომ მიიღო მან ეს დარტყმა. მაგრამ არ იქნება „რუსთავი 2" და ერქმევა „რუსთავი 3". სულ რამდენიმე თვეში აღდგება ეს ყველაფერი. ადამიანები ითხოვენ თანხის ჩარიცხვას. გამოჩნდნენ ბიზნესმენები, რომლებიც ინკოგნიტოდ კი არა, თამამად აპირებენ თანხის დარიცხვას. ბრძოლა ახლა იწყება, რომ ეს ოლიგარქი, რომელიც დიდ ზიანს აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, როგორმე სასწრაფოდ მოვაცილოთ. ამიტომ, მესიჯმა აქ რუსთაველზე უნდა გადმოინაცვლოს. დღეს, ეროვნული გაერთიანების და კონსოლიდაციის დღეა, მივხვდით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება და მას მხოლოდ ერთობა გადაარჩენს", - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    🤦   (20.07.2019)
    ქალის მსგავსო ტვინით მახინჯო ვის რაში სჭირდება თქვენი არხი. თქვენ ისეთი ამაზრზენები ხართ იმ არხს არც უყურებთ. ტყუილად ბულებს ნუ დახარჯავთ.

    sos   (19.07.2019)
    ra sashineli shesaxedi xar,piri daibane makiaji ar gxdeba,pomada sworad waisvi,sulit da fizikurad maxinjo!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×