სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     (რეზონანსი) თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე კოშაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ვინაიდან პოკურორის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს.

    აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა კოშაძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებისა და პირადი თავდებობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განმარტებით, კობა კოშაძეს თავდებში უდგებიან კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაღაშვილი.

    ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მონისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას ედავებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×