სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     (რეზონანსი) მომწონს "რუსთავი 2," რომელიც იქნება კრიტიკული, ოღონდ სასურველია, რომ ეს ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმეზე დამოკიდებული - ეს განცხადება, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ზოიძემ გააკეთა.

    დეპუტატის მტკიცებით, ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის საქმეში არ ერევა, თუმცა იქვე გამოთქვამს მოსაზრებებს, როგორი ტელევიზიის ხილვაც სურს მას. ზოიძეს მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება თუ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის საქმიანობაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესაც ჩართავს.

    „არაფერი კავშირი ხელისუფლებას ამასთან არ აქვს, რაც აქვს კავშირი, ეს გახლავთ ის, რომ მე პირადად ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს, რაც შეიძლება მეტი კრიტიკული, ობიექტური არხი იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს ფორმაში. მეორე თემაა, მიკერძოებულია, არამიკერძოებულია, პარტიული ტელევიზიაა, ეს ყველაფერი კამათის და შეფასების თემა არის. მე მომწონს "რუსთავი 2," რომელიც იქნება ობიექტური, მკაცრად კრიტიკული, თუნდაც მთავრობის მიმართ, ოღონდ სასურველია, რომ ეს ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმეზე და სიმწვავეზე დამოკიდებული.

    „მე, შინაგანად, როგორც ერთ მოქალაქეს, სამართლიანობის შეგრძნება მექნებოდა, რომ დვალს და აქიმაძესთან მიმართებით ყოფილიყო სამართლიანობა აღდგენილი. არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს, კონტრაქტები, მე უბრალოდ, გეუბნებით ჩემს პოზიციას," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×