რეზონანსი
19.07.2019

 (რეზონანსი) „კურიერში არ მუშაობენ ის ჟურნალისტები, რომლებიც ხელს მოაწერენ, რომ გააკეთონ პროსახელისუფლებო საინფორმაციო გამოშვება. ალბათ შემდეგ დაიწყება ჟურნალისტების ჩანაცვლება, რომ მათ მოახერხონ სასურველი საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრა", - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ „ნეტგაზეთთან" საუბრის დროს განაცხადა.

მელაძე ამბობს, რომ დირექტორის შეცვლის შემდეგ, ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკას აუცილებლად შეცვლიან.

„მე არ მჯერა, რომ ქიბარ ხალვაში არ შეცვლის "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას. და ამისთვის არ გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შეიცვალოს "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა და გააკეთებს ამისთვის ყველაფერს. მოძებნის უამრავ ხერხს და უამრავ საშუალებას, რომ შეცვალოს "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა, იმიტომ, რომ ეს გააკეთა არა ქიბარ ხალვაშმა, არამედ ხელისუფლებამ და გააკეთა იმისთვის, რომ არხზე არ ისმოდეს კრიტიკული აზრი. მოდით, გავუსწოროთ ამ რეალობას თვალი", - აღნიშნა ნოდარ მელაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×