რეზონანსი
19.07.2019

 (რეზონანსი) მოსკოვში პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი მაქსიმ კონდრატიევი დააკავა, რომელმაც წითელ მოედანზე სიტყვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უფლებისათვის ერთკაციანი აქცია გამართა.

მას ხელში ეჭირა თეთრი ფურცელი, რომელზეც არაფერი ეწერა.

„მე მათ ვუთხარი, რომ უბრალოდ სუფთა ფურცლით ვიდექი და არავის არაფრისკენ მოვუწოდებდი".

კონდრატიევი მოგვიანებით გაათავისუფლეს - მისივე სიტყვებით, პოლიციელებმა „არ იცოდნენ მისვთის რა ექნათ".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×