სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.07.2019

     (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ახალ ხელმძღვანელებს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმას სთავაზობენ. ამ გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას „რუსთავი 2"-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ეკა გიგაური, სულხან სალაძე, გიორგი მშვენიერაძე, მიხეილ ბენიძე, ნატა ძველიშვილი, ნინო დანელია, ზვიად ქორიძე, ლაშა ტუღუში და კიდევ ახალი ხელმძღვანელების მიერ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში.

    ჟურნალისტების განცხადებით, ამ საბჭოს დადასტურების გარეშე, ახალმა მენეჯმენტმა არ უნდა მიიღოს სამსახურში ან გაათავისუფლოს ის ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე.

    ჟურნალისტები ითხოვენ, რომ დაწესდეს მორატორიუმი საკადრო გადაწყვეტილებებზე საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

    გარდა ამისა, ჟურნალისტები ითხოვენ, რომ არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას, არ შეცვალოს იმ გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა და საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    irakli   (19.07.2019)
    კაი შემწვარი დედალი ტყემლის საწებელთან ერთად ხომარ უნდათ კიდე კითხეთ ერთი DDDDDDD


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×