სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.07.2019

     საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა  “ფეისბუქის” გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ მისი პარტია “ახალი ძალების მოძრაობა” უკრაინის რადას არჩევნებში ადგილისთვის ბრძოლას არ აპირებს. მან საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, მხარი ვლადიმირ ზელენსკის პარტიას “ხალხის მსახური” დაუჭირონ.

    სააკაშვილმა ამბობს, რომ უკრაინის ცესკო-მ დიდი ხნის განმავლობაში არ დაარეგისტრირა მისი პარტია, დაუბლოკა თავისი ანგარიშები და, შესაბამისად, ბევრმა ამომრჩეველმა არც კი იცის, რომ “ახალი ძალების მოძრაობა” საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.

    “ყველა გამოკითხვის თანახმად, 5%-იანი ბარიერის დაძლევის ალბათობა საკმაოდ დაბალია. ჩვენ ვიცავთ “ხალხის მსახურის” ამომრჩეველს. არ ვაკრიტიკებთ საპრეზიდენტო პარტიას. ვფიქრობ, რომ მათ უნდა მივცეთ შანსი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს, ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ პარალმენტში უმრავლესობა მიიღოს და სხვა პოლიტიკურ ძალებზე დამოკიდებული არ იყოს.

    სხვადასხვა გამოკითხვებით “ახალი ძალების მოძრაობის” რეიტინგი დაბალია და 2%-იან ბარიერს ვერ მიაღწია, აღნიშნულის გათვალისწინებით, პარტიას არ აქვს შანსი, რომ პარლამენტში შესვლისთვის აუცილებელი 5%-იანი ბარიერის გადალახოს.

    (აიპრესი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    SILA   (20.07.2019)
    FUF?FUF VAI SHENS PATRONS?QOSATKUILA!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×