სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.07.2019

     (რეზონანსი) ჩხო­რო­წყუ­ში, ტო­ბა­ვარჩხი­ლის ხე­ო­ბა­ში ოთხი წლის წინ და­კარ­გულ ერ­თა­დერთ შვილს დედა ამ დრომ­დე ეძებს. 33 წლის გი­ორ­გი მუ­ჩი­აშ­ვი­ლი 2015 წლის აგ­ვის­ტოს გა­უ­ჩი­ნარ­და, თუმ­ცა ინგა ვე­კუ­ას იმე­დი აქვს, რომ შვილს ცო­ცხალს და უვ­ნე­ბელს იპო­ვის. ამ იმე­დით ის შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკვე მე­ო­თხე წე­ლის ავ­რცე­ლებს.

    რო­გორც ინგა ვე­კუა AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, გი­ორ­გი ტო­ბა­ვარჩხილ­ზე სა­ლაშ­ქროდ მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო წა­სუ­ლი. თუმ­ცა მან ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად მე­ო­რე ტბის­კენ წას­ვლა არ მო­ი­სურ­ვა და მათ უთხრა, რომ გზად და­ე­ლო­დე­ბო­და. ვე­კუა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი დაბ­რუ­ნე­ბულ მე­გობ­რებს იმ ად­გი­ლას არ დახ­ვდათ, სა­დაც და­ტო­ვეს.

    "ოთხი წე­ლია ვე­ძებთ, ვერც ცო­ცხა­ლი და ვერც მკვდა­რი ვერ ვი­პო­ვეთ. ასე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, სა­დღაც ხომ უნდა იყოს? ოთხი წლის წინ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ლაშ­ქროდ წა­ვი­და. ფეხ­საც­მე­ლი უჭერ­და და მათ­თვის უთ­ქვამს, რომ მე­ო­რე ტბამ­დე ვერ წა­ვი­დო­და და პირ­ველ ტბას­თან და­ე­ლო­დე­ბო­და. პირ­ვე­ლი­დან მე­ო­რე ტბამ­დე რვა სა­ა­თის შუ­ა­ლე­დია. მობ­რუ­ნე­ბულ მე­გობ­რებს იგი ად­გილ­ზე არ დახ­ვდათ. მა­შინ ტო­ბა­ვარჩხი­ლის ტბის მიმ­დე­ბა­რედ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეძებ­დნენ. მე რო­გორც ვიცი, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ასამ­დე ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. მად­ლო­ბე­ლი ვარ მათი, მაგ­რამ ყო­ველ წელს ვი­თხოვ დახ­მა­რე­ბას. გუ­ში­ნაც და­ვა­რი­გე გი­ორ­გის ფო­ტო­ე­ბი თბი­ლის­ში, ყიფ­ში­ძის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "აგ­რო­ჰაბ­ში", "კარ­ფურ­ში"... იმე­დი მაქვს, სა­დღაც არის და უბ­რა­ლოდ ამ­ნე­ზია აქვს. მე ვე­სა­უბ­რე ფსი­ქო­ლო­გებ­საც და მი­თხრეს, რომ რო­დე­საც ადა­მი­ანს ეში­ნია, ამ­ნე­ზია ემარ­თე­ბა. ცოტა მში­შა­რაც იყო. სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა. ჩემი შვი­ლი სხვა­ნა­ი­რად არ მო­მექ­ცე­ო­და", - ამ­ბობს დედა.

    ინგა ვე­კუ­ას თქმით, შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას მა­ნამ არ შე­წყვეტს, სა­ნამ მის კვალს არ მი­აგ­ნებს. ოთხი წლის წინ და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მაშ­ვე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე კგუ­ფი, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნა­დი­რე­ე­ბი და ვერ­ტმფრე­ნი იყო ჩარ­თუ­ლი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×