სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.07.2019

     (რეზონანსი) ტელეკომპანია „მაესტოროს" ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი წერს, რომ ქიბარ ხალვაშს უფლება აქვს, ჟურნალისტები დაითხოვოს „რუსთავი 2″-დან.

    „იმ შემთხვევაში თუ ჩვენთვის მისაღებია და საოცნებო ევროპული ღირებულებები, თუ ვაღიარებთ მათ შორის ერთ ყველაზე მთავარს - საკუთრების უფლებას და ხელშეუხებლობას, თუ ვემორჩილებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვაღიარებთ, რომ რ2 ხალვაშის საკუთრებაა, ამ უკანასკნელმა რომ კანონის დაცვით დაითხოვოს თანამშრომლები, შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ა.შ. რატომ იქნება ეს ვინმესთვის გასაკვირი და მიუღებელი?

    მოგვწონს თუ არა, რატომ უნდა მივუთითოთ მფლობელს, მოექცეს საკუთრებას ისე, როგორც ეს თუნდაც საზოგადოების პროგრესულ ნაწილს სურს?

    აქედან გამომდინარე, თუ რ2-ის ჟურნალისტებს სურთ ახალი არხის შექმნა, მათ უნდა დატოვონ ეს არხი და ერთბაშად წავიდნენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დარჩებიან და მათ სამსახურიდან კანონის სრული დაცვით დაითხოვენ, პრეტენზიის გამოთქმა სწორედ იმ ევროპულ ღირებულებებთან მოვა წინააღმდეგობებში, რომლისკენაც მივისწრაფით. P.S. მე წავაგე და წავედი", - დაწერა მამუკა ღლონტმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    manana   (20.07.2019)
    getanxmebit sakutrebis kanoni asetia rogorc mis mflobels da vinc unda im jurnalists miigebs an shecvlis aqac ase xdeba evropashi

    ნონა   (20.07.2019)
    ის რაც მოსდა არის საინფორმაციო პუტჩი. მოდერნიზებულო პუტჩისტებო თქვენ გადაწყვიტეთ ჩემს ნაცვლად მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ჩემზეა. ეს საბჭოური აკრძაკვები წარსლია იცოდეთ!!!

    თამუნა   (20.07.2019)
    ამდენმა იდიოტმა ერთად თავი სად მოიყარა..სიტყვის თავისუფლება რას ნიშნავს..მონა მონად დარჩბა მუდამ.იყურეთ იმედს და გაბრწყინდება საქართველო

    GEO   (20.07.2019)
    Martalia,diax tundac imitom unda wavidnen ,rom dgesac ultimatumis enit laparakoben,es is jurnalistebi arian romlebic qveknis damgupels mters emsaxureba dgesac,da cdilobs kvelanairi problemebi sheuqmnan axal direqtorsa da mis mepatrones,mati dauokebeli survilia,gaakotron namdvili mesakutre xalvashi,aucileblad unda daitxovot kvela,isini koveltvis gigalateben,mat Saakashvilis sisxli aqvt gadasxmuli!

    Lali   (20.07.2019)
    Martalia yvelam undaa datovos .yvela atarebs gvaramiad politikas.arian kargi zurnalistebi da wamyvanebic savsea saqartvelio gamocdili nichieri adamianebit


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×