რეზონანსი
20.07.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მიმართავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მოხდეს.

როგორც დავით დვალი აცხადებს, ოქრუაშვილი ამბობს, რომ მან, სახელმწიფო მოხელემ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ხელში ჩაიგდო ტელევიზია.

„მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2", - მიმართავს დავით დვალი პროკურატურას.

თავის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2" მას ეკუთვნოდა და ხვალაც მისი იქნება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×