სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.07.2019

     (რეზონანსი) ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შესაძლოა, დღეს ან ხვალ შეხვდეს - განცხადება ამის შესახებ ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გააკეთა.

    „ისინი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. შესაძლოა, დღესაც, ხვალაც. მაშინ, როდესაც იქნება ამის შესაძლებლობა, გადაწყდება ეს საკითხებიც და ჩაგაყენებთ საქმის კურსში„ - განაცხადა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ჯერჯერობით უცნობია, ძალაში რჩება თუ არა 2017 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ქიბარ ხალვაში დვალს და აქიმიძეს, „რუსთავი 2"-ის დაბრუნების შემთხვევაში წილის 50%-ს, დვალს კი, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას დაპირდა:

    „მოგეხსენებათ, ასე არ ხდება ცხოვრებაში, რომ ყველაფერი ერთ წამში ვიცოდეთ, რისი ცოდნაც გვინდა და ერთ წამში წყდებოდეს ყველა საკითხი. ამიტომ, გვმართებს მოთმინება. მთავარი ახლა არის, რომ არ დაზიანდეს ტელეკომპანიის ინტერესები და არხმა გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მუშაობდა. დანარჩენი დროის საკითხია„ ამბობს პაატა სალია ამ კითხვის კომენტირებისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×