სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.07.2019

     (რეზონანსი) იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

    მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პოლიციამ, ბაღდათის რაიონში, დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას, 36 ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე "კანაფი" ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

    გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ან კულტივირების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×