რეზონანსი
20.07.2019

 (რეზონანსი) ახალქალაქის სოფელ კოთელიაში 18 -19 წლის ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. ჩხუბის შედეგად დაშავდა ორი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა 18 ივლისს, საღამოს მოხდა. ჩხუბში 18-19 წლის თხუთმეტამდე ბიჭი მონაწილეობდა.

„ფეხით მივდიოდით ჩვენ, გზაზე გადასვლისას, მანქანამ დაგვისიგნალა და რაღაც მოგვაძახა. ჩვენც პასუხი გავეცით და ჩხუბიც ამან გამოიწვია. ჯერ ორნი იყვნენ, მერე წავიდნენ და დაახლოებით ათი ადამიანი მოვიდა. შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სანამ გავითიშებოდით, გვირტყამდნენ," - ამბობს „სამხრეთ კარიბჭესთან" ერთ-ერთი დაშავებული.

ორი ნაცემი ახალგაზრდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. „ერთ-ერთ მათგანს, რომელიც უკვე გავწერეთ, ცხვირის მოტეხოლობა აქვს, ხოლო მეორე, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება", - განაცხადებას საავადმყოფოში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 126-ე პირველი პრიმა მუხლის ბ და გ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

„სამხრეთ კარიბჭე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×