რეზონანსი
20.07.2019

 (რეზონანსი) პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტი, სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით:

"ღმერთო, რა დებილი და კალოშია ეს კაცი! ძალოვანი უწყების მინისტრი იყო, ერთ წელიწადში მისი ხელფასი მილიონის მეოთხედიც არ ყოფილა და რამდენიმე მილიონის ღირებულების ტელევიზია მისი მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ დაითრია. თან თავის საქმეს პარტნიორ ბიზნესმენს აკეთებინებდა. აღნიშნული განცხადებებიდან გამომდინარე სამი დასკვნის გამოტანა შეიძლება:

1. ირაკლი ოქრუაშვილს ჰქონდა არალეგალური შემოსავალი და თანამდებობის საშუალებით ფულს ხაპავდა სხვადასხვა წყაროდან. 2. ირაკლი ოქრუაშვილი თანამდებობას, მის დაქვემდებარებაში მყოფ ძალოვან უწყებებს იყენებდა სხვების დასაშინებლად, დასაშანტაჟებლად, თავისუფალი მედიის მფლობელებზე ძალადობისათვის. 3. სპეკულიანტობდა, ფაქტებს აყალბებდა, საკუთარ კვალს შლიდა, იტყუებოდა, რათა ტელევიზიის ჩამორთმევის საქმეში თავად არ გამოჩენილიყო; რათა პროცესი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ნაცვლად მომგებიან ბიზნეს გარიგებად წარმოეჩინა.

მაშასადამე, ირაკლი ოქრუაშვილი გარდა იმისა, რომ დებილია, ამასთანავე გახლავთ ქურდი, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამომყენებელი, მოძალადე, მატყუარა და ვერ აზროვნებს. არც გვარამია, არც ხალვაში, არც ოქრუაშვილი ... რუსთავი 2 დვალსა და აქიმიძეს!",- წერს ლევან ლორთქიფანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×