სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.07.2019

     თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს შეხვდება. სად ჩატარდება შეხვედრა, ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ შეკრება ტელეკომპანიის შენობაში არ გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ეტაპზე არც ის იცის, რომელი ჟურნალისტები არიან თანახმა მასთან შეხვედრაზე.

    ოქრუაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრას მის მიერ დაგეგმილი სასამართლო დავის თაობაზე აპირებს. ის ამბობს, რომ დავის მოგების შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის 10 ჟურნალისტს ტელეკომპანიის წილს დაუთმობს.

    ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

    ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×