სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.07.2019

     (რეზონანსი) ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ტელევიზიაში საკადრო ცვლილებები არ იქნება.

    როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ტელევიზიაში, ფინანსური პრობლემების გამო, არც შემცირებებია დაგეგმილი.

    „ვთქვით, რომ საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებთ. იმედია, არც რაიმე მოხდება ისეთი, რომ ეს დავაპიროთ. ჩვენ მოვედით იმ განზრახვით, რომ არხი შევინარჩუნოთ, როგორც წარმატებული, რეიტინგული კომპანია. გავზარდოთ მისი რეიტინგი და ყველა ძალისხმევა მივმართოთ ამისკენ. რაც შეეხება თანამშრომლების განწყობას, მათი განწყობაა, რომ ეს არის ერთი შეკრული გუნდი და მათ სურთ, რომ „რუსთავი 2" იყოს წარმატებული ტელევიზია. დანარჩენზე ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობაც ამ ჭრილში წარიმართება. როცა მიზნები ერთმანეთს ემთხევა, არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა. მოგეხსენებათ, ორი დღეა რაც მოვედი და საკმაოდ კონსტუქციულად მიმდინარეობს ყველაფერი. პირადად მე კმაყოფილი ვარ იმ გარემოთი, რაც არის. ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველა სიძნელე, რაც არის, გადავლახოთ. დარწმუნებული ვართ, ამას გავაკეთებთ. ამ ეტაპზე, არ დგას საკითხი შემცირებასთან დაკავშირებით. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პრობლემები არ იყოს და დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად გამოგვივა", - განაცხადა სალიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×